Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

9 იანვარს ჟურნალ Copyright-ის მერვე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება

9 იანვარს, 20:00 საათზე, გამომცემლობა დიოგენეს საპრეზენტაციო დარბაზში ჟურნალ Copyright-ის მერვე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცემა.

ჟურნალში იხილავთ საინტერესო რუბრიკებს: „შედევრის ისტორია“ - გია ყანჩელი, ''პორტრეტი'' - ალექსი მაჭავარიანი, „ხელოვნების საგანძური“ - გიორგი კალანდია, “პრობლემატიკა” - ნინო დარასელი, გიორგი კეკელიძე, “სტუმარი” - ნიკა ცისკარიძე და სხვა. ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკა “სტუდენტური კლუბი”, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები საავტორო უფლებების შესახებ მსჯელობენ.

პრეზენტაციას დაესწრებიან საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქართული ხელოვნების მოღვაწეები,  ასოციაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.

 
 
 
 
 
წევრისთვის