Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

შუა დღე GDS-ზე საავტორო უფლებების შესახებ

2014 წლის 3 თებერვალს, ტელეკომპანია GDS“-ის შუა დღის გადაცემა საავტორო უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და ორგანიზაცია „გეო ეარის“ კურატორი ნინი ფალავანდიშვილი.

სტუმრებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად საავტორო უფლებების მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე, ასევე საავტორო უფლებების სფეროში არსებულ სიტუაციასა და მიმდინარე პროცესებზე. 

საუბარი ასევე შეეხო ასოციაციის ჟურნალ „Copyright“-ში არსებულ სიახლეებს, მათ შორის ორგანიზაცია „გეო ეარის“ ჩართვას ჟურნალის შექმნაში, რაც გულისხმობს, რომ, უკვე შემდეგი ნომრიდან ჟურნალი „Copyright“-ი, “გეო ეარის“ დახმარებით, მკითხველს შესთავაზებს ახალ რუბრიკებს, კერძოდ, საქართველოში მოღვაწე უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების მოსაზრებებს საავტორო უფლებების სფეროში არსებული პრობლემატიკის და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

 
 
 
 
 
წევრისთვის