Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ჟუნალ Copyright-ის წარდგენა „GDS“-ის შუა დღეში

2014 წლის 20 მარტს ტელეკომპანია GDS“-ის შუა დღის გადაცემაში ჟურნალ Copyright-ის მეცხრე ნომრის წარდგენა გაიმართა.

გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და ჟურნალის რუბრიკების ავტორები, ვიკა ბუკია და ირინე ხიზანიშვილი.

საუბარი შეეხო ჟურნალ „Copyright“-ში არსებულ სიახლეებს, ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკები „გეოეარი წარმოგიდგენთ“, რომელშიც საუბარია საქართველოში მოღვაწე უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების მოსაზრებებზე საავტორო უფლებების სფეროში არსებული პრობლემატიკის და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ასევე რუბრიკა „ტელესკოპი“, სადაც წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობა. ასევე ჟურნალში წარმოდგენილი იქნებიან ახალი ავტორები, რომლებიც სხვადასხვა რუბრიკებს შემოგვთავაზებენ.

 
 
 
 
 
წევრისთვის