Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მწერალთა სახლში ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაცია გაიმართა

2014 წლის 20 მარტს მწერალთა სახლში ჟურნალ Copyright-ის მეცხრე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცემა. Copyright -ი პირველი ჟურნალია ამ სფეროში და მისი მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროს პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა. 

ჟურნალში იხილავთ საინტერესო რუბრიკებს: „მთავარი თემა“ - ინტერვიუ რეჟისორ ირჟი მენცელთან, „შედევრის ისტორია“ - იყო შაშვი მგალობელი, ''პორტრეტი'' - ჯორჯ ბალანჩინი, “პრობლემატიკა” - გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი და სხვა. ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკები: „გეოეარი წარმოგიდგენთ“, რომელშიც საუბარია უცხოეთში მცხოვრებ ქართველ და საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ხელოვანებზე, ასევე რუბრიკა „ტელესკოპი“, სადაც წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქართული ხელოვნების მოღვაწეები, ასოციაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.

 
 
 
 
 
წევრისთვის