Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

bravisimmo.ge-მ საავტორო უფლებების ლიცენზია შეიძინა

2014 წლის 18 ივნისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და bravisimmo.ge-ს შორის საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია გაფორმდა. ლიცენზია გულისხმობს მუსიკალურ ვებ-გვერდზე გაყიდული ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებისათვის ასოციაციის მეშვეობით საავტორო ჰონორარების გადახდას.

ციფრულ ბაზარზე ლიცენზირებული მუსიკალურ-გასართობი პორტალის bravissimo.ge-ს დაარსება, თავის მხრივ ნიშნავს ქართულ მეკობრულ ინტერნეტ სივრცეში პირველი ლეგალური ალტერნატივის გაჩენას. აღნიშნული ნაბიჯი იქნება რეალური ბიძგი ინტერნეტში მეკობრეობასთან ბრძოლის ქმედითი პროცესების დასაწყებად. საქართველოს ევროინტეგრაციის ფონზე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქართველი მუსიკოსები უკვე დიდი ხანია გამოხატავენ ერთიან ინიციატივას თავიანთი საავტორო უფლებების დაცვის კუთხით. bravisimmo.ge და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია აცხადებენ მზადყოფნას დაიცვან ქართველ ხელოვანთა უფლებები და ხელი შეუწყონ ინტერნეტში საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების არალეგალური გავრცელების აღკვეთას.

პროცესში ჩართული ყველა მხარეები იმედოვნებენ, რომ დაწყებული ინიციატივა მხარდაჭერას ჰპოვებს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებიდანაც და შესაბამისი სტრუქტურებიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვებიან მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 
 
 
 
 
წევრისთვის