Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებები და სახელმწიფოს ჩართულობა

როგორც ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილის განმარტებით ირკვევა, ტურისტული კომპანიები, გამომცემლობები, ინტერნეტ გვერდები და სხვა კერძო კომპანიები ხშირად არღვევენ მის საავტორო  უფლებებს, მათი მხრიდან ვარდანაშვილის ნამუშევრების უნებართვო გამოყენებას სისტემატური ხასიათი აქვს და როგორც წესი, ამ ნამუშევრებს კანონდამრღვევები კომერციული მიზნებისთვის იყენებენ.  

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ჩართულია დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და ხშირად, ავტორთა სახელით სასამართლოს მიმართავს, თუმცა ეს საკმარისი არ არის დარღვევათა სრულყოფილად აღმოფხვრისა და მათი შემდგომი პრევენციისათვის. აუცილებელია, დარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების ჩართვა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობთ განსაზღვრულ სანქციებს აამოქმედებენ.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის, „საქპატენტის” განმარტებით სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო უფლებების დარღევის ფაქტებზე გამკაცრდება. საავტორო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მანანა ფრუიძის თქმით, ამისათვის სამთავრობო კომისიის შექმნაცაა დაგეგმილი. მისი განმარტებით, საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებზე სანქციები ამოქმედდება, აღნიშნულ მექანიზმებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. 

 
 
 
 
 
წევრისთვის