Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაცია

2014 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროში ჟურნალ Copyright-ის მეათე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე  გიგა კობალაძე, ასოციაციის წევრები, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ხელოვნების მოღვაწეები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.

ჟურნალ „Copyright“-ს საავტორო უფლებათა ასოციაცია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მხარდაჭერით გამოსცემს. „Copyright“-ი  პირველი ჟურნალია საავტორო უფლებების დაცვის სფეროში, რომლის მიზანს  საავტორო უფლებების კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქება წარმოადგენს. 

ჟურნალში წარმოდგენილია საინტერესო რუბრიკები: „მთავარი თემა“ - ინტერვიუ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, „შედევრის ისტორია“ - ელენე ახვლედიანი, „პორტრეტი“ - გიორგი ცაბაძე, “პრობლემატიკა” - რატომ არ უნდა მოვიპაროთ მუსიკა და სხვა. ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკა „დიზაინ თბილისი“, რომელშიც საუბარია ჩვენს ქალაქში არსებული ახალი არქიტექტურული ნაგებობებისა და სივრცეების შესახებ.

 
 
 
 
 
წევრისთვის