Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ კონტროლი გამკაცრდება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით ანტიმეკობრული სტრატეგია შემუშავდება და საავტორო უფლებების სფეროში არსებული დარღვევების წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებები გატარდება.

სტრატეგია ითვალისწინებს როგორც საავტორო უფლების დარღვევისთვის არსებული საკანონმდებლო მექანიზმების ამოქმედებას, ასევე სხვადასხვა სოციალური კამპანიების წარმოებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მეკობრეობის დონის შემცირება და სფეროში არსებული დარღვევების შემდგომი პრევენცია. 

კამპანიაში უზრუნველყოფილი იქნება როგორც საავტორო უფლებების მფლობელების და ამ სფეროში არსებული ბიზნეს სექტორის, ასევე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების და ყველა შესაბამისი მხარის მონაწილეობა.   

 
 
 
 
 
წევრისთვის