Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ხელმძღვანელი თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

2011 წლის პირველ ივლისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) ხელმძღვანელი, „საქპატენტის“ შენობაში, საქართველოში მოქმედი თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თეატრებისთვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი სატარიფო პოლიტიკის პროგრამა.

შეხვედრაზე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ, გამართა პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით თეატრებისთვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ასოციაციის მიერ თეატრების მიმართ აღძრული სასამართლო დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებეზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოში მოქმედი თეატრების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის