Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ანტიმეკობრულ სტრატეგიასთან დაკავშირებით ხმის ჩამწერ სტუდიებთან შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 20 იანვარს, საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში, ანტიმეკობრული სტრატეგიის შემუშავების მიზნით ხმის ჩამწერ სტუდიებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტისა“ და საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით.

შეხვედრა ემსახურებოდა მეკობრული CD და DVD პროდუქციის წინააღმდეგ სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და მისი განხორციელების გზების დანერგვას. შეხვედრაზე იმსჯელეს სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სანო სტუდიის, სტუდია თბილისის, ბრავო რექორდსის და სხვა წამყვანი ხმის ჩამწერი სტუდიების ხელმძღვანელები.     

 
 
 
 
 
წევრისთვის