სამოთხის ვაშლები საავტორო უფლებებს დაეთმო
2015 წლის 16 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „სამოთხის ვაშლები“ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე და ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი. საუბარი შეეხო როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ ზოგად მდგომარეობას, ასევე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობას. სტუმრებმა იმსჯელეს პრობლემებზე რომლებიც დგას ხელოვანი ადამიანების წინაშე და იმ მექანიზმებზე, რაც აუცილებელია ამ პრობლემების გადაჭრისათვის. |