Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ხელმძღვანელი საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდა

2011 წლის 3 ივნისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) ხელმძღვანელი „საქპატენტის“ შენობაში, საკაბელო ტელევიზიების (Silk Net, Global TV, Super TV სა სხვა) ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ეხებოდა საკაბელო ტელევიზიებისათვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი ტარიფების დაწესებას.

შეხვედრაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, გამართა პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით საკაბელო ტელევიზიებისათვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელებს ასოციაციის მიერ საკაბელო ტელევიზიების მიმართ აღძრული სასამართლო დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოში მოქმედი საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის