Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ლიცენზირების პროცესი რეგიონებში

2015 წლის 28 მარტს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები, ქ.ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მოქმედი სავაჭრო დაწესებულებების, რესტორნების, კაფეების, სასტუმროების ხელმძღვანელებს და სხვა საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტებით მოსარგებლეებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო, როგორც მონაწილეთათვის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა, ასევე რეგიონში მოქმედი მოსარგებლეების ინფორმირება და ლიცენზირების პროცესის დაწყება. შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ გაიმართა პრეზენტაცია, რომლითაც მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას, ლიცენზირების წესსა და მოთხოვნებს, ასევე წარდგენილ იქნა ასოციაციის ლიცენზირების განყოფილების კოორდინატორი, რომლის მეშვეობითაც საავტორო და მომიჯნავე უფლებების ლიცენზიების გაცემა მოხდება.  

 
 
 
 
 
წევრისთვის