Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

Tbilisi Open Air-ზე ლიცენზირებული სიმღერები აჟღერდა

2011 წლის 8 ივნისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) და ალტერვიზიის ჯგუფს შორის ხელი მოეწერა საავტორო უფლებებით სარგებლობის სალიცენზიო ხელშეკრულებას, რომლითაც Tbilisi Open Air –ზე ლიცენზირებული სიმღერები შესრულდა. ლიცენზიის საფუძველზე მუსიკის ავტორები კუთვნილ ჰონორარებს მიიღებენ.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ  – გიგა კობალაძემ და ალტერვიზიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა –  აჩიკო გულედანმა, ალტერვიზიის ოფისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 11-12 ივნისს, თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მუსიკალურმა ბენდებმა, მათ შორის საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ბელგიიდან.

 
 
 
 
 
წევრისთვის