Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

2011 წლის 9 ივლისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრება გაიმართა

2011 წლის 9 ივლისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) რიგგარეშე საერთო კრება გაიმართა.

კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ - გიგა კობალაძემ წარდგინა ანგარიში გაწეული ორთვიანი მუშაობის შესახებ, ასევე ავტორებს ეცნობათ საზოგადოების რეფორმირების გეგმების შესახებ.

კრებაზე მიღებულ იქნა ასოციაციის ახალი წესდება, რომლითაც შეიცვალა საზოგადოების სახელწოდება, ასოციაციის გამგეობის და თავმჯდომარის არჩევის 10 წლიანი ვადა შემცირდა 4 წლამდე, განხორციელდა ასოციაციაში შემსრულებელთა (მომღერლები, მსახიობები) და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელთა გაერთიანება, ჩამოყალიბდა მართვის ორგანოების მოქნილი სტრუქტურა.

კრებაზე ასევე გაიმართა ასოციაციის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომლითაც ავტორებს და მოსარგებლეებს მიეცათ შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში აკონტროლონ საკუთარი ფინანსური ოპერაციები. ასოციაციის წევრებს უსასყიდლოდ გადაეცათ პერსონალური საბანკო ბარათები, რომლებზეც მოხდება შეგროვებული ჰონორარების განაწილება. ასევე, ასოციაციის ახალი ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილ იქნა საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი ტარიფები.

საერთო კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრი ავტორები. (კომპოზიტორები, რეჟისორები, მწერლები, მხატვრები და სხვა).

 
 
 
 
 
წევრისთვის