Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებების ევროპული კომიტეტი თბილისში ჩატარდება

2015 წლის 28-29 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის, CISAC-ის ევროპული კომიტეტი ჩატარდება.

ევროპულ კომიტეტს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია უმასპინძლებს.

 ამ თემასთან დაკავშირებით 2015 წლის 27 აპრილს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, CISAC-ის გენერალურმა დირექტორმა, გადი ორონიმ და ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

CISAC-ი არის საავტორო უფლებების ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც დაარსდა 1926 წელს და აერთიანებს 127 ქვეყნის 227 საავტორო უფლებათა ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. ევროპული კომიტეტი არის ამ ორგანიზაციის ძირითადი ღონისძიება, რომელზეც ყოველწლიურად განიხილება საავტორო უფლებების გლობალური საკითხები.

 მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ღონისძიება საავტორო უფლებებზე საქართველოში პირველად ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში კომიტეტები ჩატარდა ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა: ვენა, ლისაბონი, ბუდაპეშტი და სხვა. ამ ღონისძიების თბილისში გამართვა ხაზს უსვამს როგორც ასოციაციის წარმატებულ მუშაობას და საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს განვითარებას, ასევე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით.

 
 
 
 
 
წევრისთვის