Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციასა და ELSA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2011 წლის 13 ივლისს,. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) და ევროპის იურისტ-სტუდენტთა ასოციაციას (ESLA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და ევროპის იურისტ-სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ბექა ძამაშვილმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ევროპის იურისტ-სტუდენტთა რესურსის გამოყენებით საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სწრაფი და ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, არსებული საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, მათ აღმოფხვრასა და ამ მიზნის მისაღწევად,ერთობლივი პროექტების მომზადება–განხორციელებას. ასევე საავტორო უფლებათა დაცვის საკითხებში იურისტ-სტუდენტთა ჩართულობის ზრდას და ამ მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით პროფესიული საზოგადოებისათვის, სხვადასხვა ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ერთობლივად ორგანიზებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საავტორო უფლებათა ასოციაციის და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის გამგეობის წევრები, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის