Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თბილისში CISAC-ის ევროპული კომიტეტი ჩატარდა

2015 წლის 28-29 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის, CISAC-ის ევროპული კომიტეტი ჩატარდა. ევროპულ კომიტეტს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ უმასპინძლა.

 CISAC-ი არის საავტორო უფლებების ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც დაარსდა 1926 წელს და აერთიანებს 127 ქვეყნის 227 საავტორო უფლებათა ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. ევროპული კომიტეტი არის ამ ორგანიზაციის ძირითადი ღონისძიება, რომელზეც ყოველწლიურად განიხილება საავტორო უფლებების გლობალური საკითხები.

 მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ღონისძიება საავტორო უფლებებზე საქართველოში პირველად გაიმართა. ბოლო წლების განმავლობაში კომიტეტები ჩატარდა ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა: ვენა, ლისაბონი, ბუდაპეშტი და სხვა. ამ ღონისძიების თბილისში გამართვით კიდევ ერთხელ დადასტურდა ასოციაციის წარმატებული მუშაობა და საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს განვითარება.

 კომიტეტს ესწრებოდა 50-მდე ევროპული ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, „საქპატენტის“ და საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები.

 
 
 
 
 
წევრისთვის