Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თბილისში საავტორო უფლებების ევროპის განვითარების კომიტეტი ჩატარდა

2015 წლის 5 მაისს, საჯარო ბიბლიოთეკაში საავტორო უფლებების ევროპის განვითარების კომიტეტი ჩატარდა. ევროპის განვითარების კომიტეტს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ უმასპინძლა. კომიტეტი „რეპროდუცირების უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის“ (IFRRO)  ეგიდით გაიმართა. კომიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე მონაწილე დაესწრო.

 IFRRO არის ჟურნალისტების, მხატვრების, კომპოზიტორების, ასევე წიგნების, ჟურნალების, გაზეთების გამომცემელთა საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციების მთავარი საერთაშორისო ქსელი, რომელიც 80 ქვეყნის 143 ორგანიზაციას აერთიანებს. მისი წევრია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაც.   

 მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ამ ღონისძიების თბილისში გამართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს განვითარებას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით.

 
 
 
 
 
წევრისთვის