Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაცია SCAPR-ის წევრი გახდა

2015 წლის 21 მაისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მომიჯნავე უფლებების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, SCAPR-ის წევრი გახდა. SCAPR-ი არის მომიჯანვე უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების მსოფლიო გაერთიანება. იგი დაარსდა 1986 წელს და აერთიანებს 38 ქვეყნის 52-ზე მეტ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას.  

SCAPR-ის ძირითადი ფუნქციაა იყოს პლატფორმა, რომელიც კოლექტიური მართვის ოგრანიზაციების შორის აყალიბებს და ავითარებს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს. აუმჯობესებს მონაცემთა გაცვლის პროცესს და უზრუნევლოყოფს ქვეყნებში მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარებას.

SCAPR-ის წევრობა წარმოადგენს მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის გლობალურ აღიარებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს მას ხელს მომიჯნავე უფლებების დაცვასა და რეალიზაციაში.

 
 
 
 
 
წევრისთვის