ასოციაციის ხელმძღვანელი რეგიონული ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდა
2011 წლის 14 ივნისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) ხელმძღვანელი „საქპატენტის“ შენობაში საქართველოს რეგიონალური ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონალური ტელევიზიებისათვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი სატარიფო პოლიტიკის პროგრამა. შეხვედრაზე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ, გამართა პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით რეგიონული ტელევიზიებისათვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ასოციაციის მიერ რეგიონული ტელევიზიების მიმართ აღძრული სასამართლო დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოს რეგიონული ტელევიზიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. |