Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

შესმრულებელთა უფლებების დარეგულირება აქტიურად მიმდინარეობს

2015 წლის 03 ივლისს, გადაცემა „შუადღე GDS-ზე“ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე და ცნობილი ავტორ-შემსრულებელი ბაკურ ბურდული.  

საუბარი შეეხო, როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე ასოციაციის მიერ შემსრულებელთა უფლებების დარეგულირების პროცესს, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. ამ პროცესის დაწყება უზრუნველყოფს არა მარტო ავტორთა, არამედ შემსრულებელთა უფლებების დაცვასაც და დღეს არსებული მდგომარეობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.   

 
 
 
 
 
წევრისთვის