Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაცია საავტორო უფლებების დაცვის მიზნით საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

ცნობილი ქართველი მთარგმნელის, გიორგი ჯორჯანელის მემკვიდრემ, ნიკოლოზ ჯორჯანელმა, საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

საკითხი ეხება გიორგი ჯორჯანელის მიერ ნათარგმნი წიგნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტის“ ასლის ავტორის ნებრთვის გარეშე დამზადებას და რეალიზაციას.განმცხადებელმა ასოციაციას წარმოუდგინა წიგნის კუსტარულად დამზადებული ასლი, რომელიც შეძენილი იქნა მის მიერ. ავტორის, გიორგი ჯორჯანელის მემკვიდრეს, როგორც უფლებისმფლობელს, ასლის დამზადებასა და მის რეალიზაციაზე თანხმობა არ გაუცია, საიდან გამომდინარეც, მისი განცხადებით, დარღვეულია, მთარგმნელ გიორგი ჯორჯანელის საავტორო უფლებები.

საკითხის შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით ასოციაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.   

 
 
 
 
 
წევრისთვის