Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

UEFA-ს სუპერთასის ფინალზე ლიცენზირებული მუსიკა იქნება გამოყენებული

2015 წლის 28 ივლისს, UEFA-ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე მუსიკის გამოყენებისთვის საჭირო საავტორო უფლებების ლიცენზიას მოეწერა ხელი.

ლიცენზია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიძინა. ლიცენზიის საფუძველზე ფეხბურთის ფედერაცია მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს კუთვნილ ჰონორარს გადაუხდის, რომელიც ადრესატამდე ასოციაციის მეშვეობით მივა.

ლიცენზიას ხელი მოაწერეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

 
 
 
 
 
წევრისთვის