Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

არ მოიპარო ფილმი!

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) თბილისის კინოთეატრების ქსელთან (“ამირანი” და “რუსთაველი”) ერთად კამპანია - “არ მოიპარო ფილმი” - დაიწყო.

ამ თემაზე, 2011 წლის 17 მაისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ - გიგა კობალაძემ, კინოთეატრების ქსელის წარმომადგენლმა - დავით ბეჟიტაშვილმა და კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ - ნინო გამრეკელმა, კინოთეატრ “ამირანში” პრესკონფერენცია გაიმართეს.

კამპანია ითვალისწინებს როგორც ქართული, ასევე უცხოური კინოპროდუქციის დაცვას და მისი არალეგალური გავრცელების აღკვეთას, კინოპროდუქციის ლეგალიზაციასა და საავტორო უფლებების დაცვას, ქართულ ბაზარზე დისტრიბუციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ლეგალური პროდუქტის შექმნასა და მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. ასევე დამრღვევებზე კონკრეტული საჯარიმო სანქციების დაწესებას.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ რეჟისორები, პროდიუსერები და კინოს სექტორის განვითარებით დაინტერესებული სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის