გვარჯალაძეების მემკვიდრეები საავტორო უფლებების დაცვას ითხოვენ
ისიდორე და თამარ გვარჯალაძეების მემკვიდრეებმა საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართეს. საკითხი ეხება გვარჯალაძეების მიერ გამოცემული ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონის ინტერნეტ პორტალ translate.ge -ს მიერ ნებართვის გარეშე გამოყენებას. განმცხადებლების განმარტებით ინტერნეტ პორტალ translate.ge -ზე განთავსებული ლექსიკონი, გვარჯალაძეების ლექსიკონის სრულ ანალოგს წარმოადგენს. საკითხის შესწავლისა და დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციამ translate.ge -ს ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ავტორთა უფლებების დაცვის მიზნით დავა სასამართლოში გაგრძელდა.
|