ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაცია მწერალთა სახლში
24 სექტემბერს მწერალთა სახლში ჟურნალ Copyright-ის მეთორთმეტე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცემა. Copyright-ი პირველი ჟურნალია ამ სფეროში და მისი მიზანი საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროს პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა. ჟურნალში იხილავთ საინტერესო რუბრიკებს: „მთავარი თემა“ - ინტერვიუ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ტალიაშვილთან, „შედევრის ისტორია“ - ,,თამაში ვერის უბანში“, ''პორტრეტი'' - ირაკლი ფარჯიანი, “პრობლემატიკა” - დავით ალადაშვილი, რუბრიკა „სტუდენტური კლუბი“ და სხვა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი ხელოვანები, ასოციაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები. |