Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კავკასუს ონლაინი და ბრავო რექორდსი ლიცენზირებული მედია მონაცემების ერთობლივ ვებ-პორტალს შექმნიან

2011 წლის 17 ივნისს, კავკასუს ონლაინსა და ბრავო რექორდსს შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასუს ონლაინის გენერალურმა დირექტორმა - გია ადეიშვილმა და ბრავო რექორდსის პრეზიდენტმა - ზაზა შენგელიამ.  

მემორანდუმის ფარგლებში კავკასუს ონლაინი და ბრავო რექორდსი ლიცენზირებული მედია მონაცემების ერთობლივ ვებ-პორტალს შექმნიან, რომელიც მუსიკალური სინგლების, ალბომების, კონცერტების, რინგტონების, კარაოკეს და ა.შ. ელექტრონულ გაყიდვებს მოიცავს.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება, ერთობლივად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში, ითანამშრომლონ მეკობრეობისა და არალიცენზირებული პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ, წარმართონ ერთობლივი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” თავმჯდომარე ირაკლი ღვალძე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის