ყვავილების ქვეყანა ნანუკას შოუში
2016 წლის 27 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ნანუკას შოუ“ სიმღერა „ყვავილების ქვეყანას“ ირგვლივ არსებულ დავას გამოეხმაურა. საკითხი ეხება კომპოზიტორ მანუკ ხაჩატრიანის მიერ ამ სიმღერის მელოდიის გამოყენებას, რომელიც, მისი განმარტებით, მან თვითონ შექმნა და საავტორო უფლებები არ დაურღვევია. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ კომპოზიტორ მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრე, სანდრო ჩირინაშვილი, კომპოზიტორი, კახა ცაბაძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე. პირდაპირ ეთერში საუბრის შედეგად სანდრო ჩირინაშვილი და კომპოზიტორი მანუკ ხაჩატრიანი მივიდნენ სიტყვიერ შეთანხმებამდე, რომ კომპოზიტორ ხაჩატრიანის მიერ მოხდება ამ სიმღერიდან „ყვავილების ქვეყანას“ მელოდიის ამოღება ან იმის აღიარება, რომ ამ სიმღერაში გამოყენებულია მიხეილ ჩირინაშვილის მიერ შექმნილი „ყვავილების ქვეყანას“ მელოდია. |