სუხიშვილების კლიპი შეიძლება დავის საგანი გახდეს
როგორს საავტორო უფლებათა ასოციაციისთვის გახდა ცნობილი ანსამბლ „სუხიშვილების“ მუსიკალური კლიპი შეიძლება დავის საგანი გახდეს. საკითხი ეხება აზერბაიჯანელი მუსიკოსის მიერ საკუთარ სიმღერაში ანსამბლ „სუხიშვილების“კლიპის ნებართვის გარეშე გამოყენებას. „სუხიშვილების“ მხრიდან სათანადო ინიციატივის არსებობის შემთხვევაში ასოციაცია მზად არის აღმოუჩინოს ანსამბლს დახმარება, რომ საავტორო უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მიიღწეს ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, როგორც ეს სიმღერის „ყვავილების ქვეყანა“ შემთხვევაში მოხდა. |