Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ხელმძღვანელი სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

2011 წლის 18 ივნისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) ხელმძღვანელი, „საქპატენტის“ შენობაში, საქართველოში მოქმედი სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ეხებოდა სარეკლამო კომპანიებისთვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი ტარიფების დაწესებას.

შეხვედრაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, გამართა პროგრამის პრეზენტაცია, რომელის გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით სარეკლამო კომპანიებისთვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ასოციაციის მიერ სარეკლამო კომპანიების მიმართ არსებული დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოში მოქმედი სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის