Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ეკონომეტრი საავტორო უფლებების შესახებ

2016 წლის 11 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ეკონომეტრი“ საავტორო უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

 საუბარი შეეხო საავტორო უფლებების დარეგულირების კუთხით ასოციაციის ახალ ინიციატიავას, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს, აქტიურად დაიწყება კიდევ ერთი მიმართულებით საავტორო უფლების გამოყენების ლიცენზიების გაცემა. საკითხი ეხება ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის საჯარო თხოვების ფორმით მფლობელობის გადაცემას, რომლისთვისაც ნებართვის აღება და საავტორო ჰონორარის გადახდა კანონის მოთხოვნას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება ეკისრებათ ბიბლიოთეკებს, სასწავლო და სხვა მსგავს დაწესებულებებს, რომლებიც ლიტერატურულ და სხვა ნაწარმოებებს დროებით გასცემენ მომხმარებელზე.  

 მითითებული მიმართულებით ლიცენზირების პროცესის დაწყება უზრუნველყოფს როგორც კანონის აღსრულებას და ავტორთა უფლებების დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებლის ზრდას.

 
 
 
 
 
წევრისთვის