ბათუმში ასოციაციის რეგიონული ოფისი გაიხსნა
2011 წლის 23 ივლისს, ბათუმში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნის მიზანია, აჭარის ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა. ავტორთა და შემსრულებელთა ინტერესების წარმოდგენა და მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვება. ოფისი მოემსახურება აჭარის ტერიტორიაზე მოღვაწე ქართველ ავტორებსა და შემსრულებლებს, უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას და წარმოდგენას. ასევე განახორციელებს მოსარგებლეთა საქმიანობის მონიტორინგს, შესაბამისი ლიცენზიების გაცემას, ჰონორარების შეგროვებას და განაწილებას. ოფისი საზეიმო ვითარებაში გახსნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა - ნიკოლოზ რურუამ და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” ხელმძღვანელმა - ირაკლი ღვალაძემ. ოფისის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი ხელოვანები და შოუბიზნესის წარმომადგენლები. |