Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

„დილა მშვიდობისა საქართველო“ საავტორო უფლებების შესახებ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ საავტორო უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ იურისტი გიგა ბათლიძე და საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე

 გადაცემაში განხილული იქნა დავა, რომელიც წარმოიშვა დიზაინერ ლაკო ბუკიას მიერ, კედელზე შესრულებული მხატვარ მარიამ ნატროშვილის წარწერების საკუთარ კოლექციაში გამოყენებასთან დაკავშირებით.

 სტუმრებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესახებ, ასევე დავის იურიდიულ მხარესა და მისი გადაწყვეტის შესაძლო საშუალებებზე.     

 

 
 
 
 
 
წევრისთვის