Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ხელმძღვანელი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

2011 წლის 24 მაისს, საავტორო უფლებათა საზოგადოების (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) ინიციატივით, “საქპატენტის“ შენობაში, საქართველოში არსებული ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი სატარიფო პოლიტიკის პროგრამა.

შეხვედრაზე საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, წარადგინა საავტორო უფლებებით სარგებლობის სამაუწყებლო ტარიფების რეფორმირების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ტარიფების ლიბერალიზაციას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის