Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ახალი ბეჭდური გამოცემის პრეზენტაცია

2016 წლის 29 დეკემბერს, მწერალთა სახლში საავტორო უფლებათა ასოციაციის ახალი ბეჭდური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა სახელწოდებით „მეგზური“ ასოციაციის კიდევ ერთ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

გამოცემა საზოგადოებისთვის საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში ერთგვარი მეგზური იქნება. მკითხველი დეტალურად გაეცნობა, როგორც ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე ასოციაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და სტატისტიკურ ინფორმაციას. „მეგზური“ საზოგადოებას ქართული კულტურის და ხელოვნების წარმატების შესახებაც მოუყვება. გამოცემა სამ თვეში ერთხელ გამოვა და იგი უსასყიდლოდ გავრცელდება.  
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები, კულტურის და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
 
 
 
 
 
წევრისთვის