Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

სასერტიფიკატო პროგრამა „საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში“

2017 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საავტორო  უფლებათა ასოციაცია, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტთან და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან თანამშრომლობით, განახორციელებს სასერტიფიკატო პროგრამას „საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში“. პროგრამის მიზანია, საავტორო და მომიჯნავე უფლებების საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში პროფესიული საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.

პროგრამის ფარგლებში, განხილური იქნება შემდეგი საკითხები:

• საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საერთშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა; 

• საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა (ისტორია, განვითარება);

• საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა;

კურსს წაიკითხავენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ გოგილიძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.

მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdr1628wbiOWB3TDmtKoQ-O7AouDOO4YOopGdfW0pPv_puCJQ/formResponse

 კონკურსის ეტაპები:

განაცხადების გადარჩევა

გასაუბრება

კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა 30 საუკეთესო კანდიდატი. 

სასერტიფიკატო პროგრამის დასრულების შემდეგ, განხორციელდება პროექტის საზეიმო დახურვა, სადაც მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 თებერვალი.

სასერტიფიკატო პროგრამა განხორციელდება „Vere Loft”-ში.  (მის: ხორავას ქ. N3)

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:✆  +995 032 2237887 ✉  contact@gca.ge

გისურვებთ წარმატებას!

 
 
 
 
 
წევრისთვის