Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციამ კომპოზიტორებთან შეხვედრა გამართა

2017 წლის 15 თებერვალს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ  დარბაზში, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები კომპოზიტორებს შეხვდნენ.  
შეხვედრა ემსახურებოდა როგორც ზოგადად საავტორო უფლებების, ასევე ასოციაციის საქმიანობის შესახებ მუსიკის ავტორების უკეთ ინფორმირებას და საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში მათი ჩართულობის გაზრდას.
შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, პრეზენტაციას გამართა, რომლითაც დამსწრეები კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნენ საავტორო უფლებების განხორციელების და დაცვის მექანიზმებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საავტორო უფლებათა სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე. 
 

 
 
 
 
 
წევრისთვის