Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ხელმძღვანელი ბეჭდური გამომცემლობების ხელმძღვანელებს შეხვდა

2011 წლის 24 ივნისს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი ავტორთა საზოგადოების) ხელმძღვანელი „საქპატენტის“ შენობაში საქართველოში მოქმედი ბეჭდური გამომცემლობის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა გამომცემლობებისთვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი სატარიფო პოლიტიკის პროგრამა.

შეხვედრაზე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ, გამართა პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით ბეჭდური გამომცემლობებისთვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ასოციაციის მიერ ბეჭდური გამომცემლობების მიმართ აღძრული სასამართლო დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოს ბეჭდური გამომცემლობების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის