Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

იურისტ-სტუდენტებისთვის სასერთიფიკატო პროგრამა განხორციელდა

2017 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტთან და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოსთან თანამშრომლობით,  სასერთიფიკატო პროგრამა - „საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში“- განხორციელდა.   
პროგრამა მიზნად ისახავდა ამ სფროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. პროგრამის ფარგლებში, განხილულ იქნა  საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საერთშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა და ასოციაციის საქმიანობა.  
პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. პროგრამის დასრულებისას გაიმართა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია.

 
 
 
 
 
წევრისთვის