Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ხელმძღვანელი რადიოკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

2011 წლის 30 მაისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) წარმომადგენლები, “საქპატენტის“ შენობაში, საქართველოში არსებული რადიოკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა ეხებოდა რადიოკომპანიებისთვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი ტარიფების დაწესებას.

შეხვედრაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, გამართა პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით რადიოკომპანიებისთვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ასოციაციის მიერ რადიოკომპანიების მიმართ აღძრული სასამართლო დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოში მოქმედი რადიოკომპანიების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის