Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს

2011 წლის 30 ივნისს, კინოთეატრ “ამირანის” ფოიეში, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ხელს მოაწერეს სპეციალურ განცხადებას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) გაწევრიანების შესახებ.

განცხადებით შემსრულებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ  დაიცვას მომიჯნავე უფლებებიც, რაც პირველ რიგში გულისხმობს შემსრულებლებისათვის კუთვნილი ჰონორარების შეგროვებას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას.   

შემსრულებელთა განცხადებით, ავტორთა და შემსრულებელთა უფლებების ერთობლივი დაცვა ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებული პრობლემების ეფექტურად გადაჭრას და ქართული შოუბიზნესის განვითარებას.

განცხადებას ხელს მოაწერეს: მერაბ სეფაშვილმა, დავით გომართელმა, ნინი ბადურაშვილმა, ქრისტინე იმედაძემ, კახა ცისკარიძემ, სოფო ხალვაშმა, ზაზა კორინთელმა (ზუმბა) გაგა ჩიხლაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, გიორგი სუხიტაშვილმა, მერაბ სანოძემ და სხვა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა.

 
 
 
 
 
წევრისთვის