Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

YouTube-ს ლიცენზირების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა

2017 წლის 21 ივნისს, ასოციაციის წარმომადგენლებმა, YouTube-თან სალიზენციო შეთანხმების გაფორმების შესახებ პრესკონფერენცია გამართეს. შეთანხმება გულისხმობს, რომ YouTube-ს მიერ ნაწარმოებების განთავსებისთვის საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი და ავტორები ფინანსურ სარგებელს ნახავენ. ეს ფაქტი ასევე  სტიმულს მისცემს ქართველ ავტორებს მათი ინტელექტუალური შრომის შედეგი მეტი მოცულობით იყოს განთავსებული YouTube-ზე.

 

შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს საავტორო უფლებების განვითარების საქმეში, რაც დაეხმარება როგორც ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ასევე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას. 

 
 
 
 
 
წევრისთვის