Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდება.

ამასთან დაკავშირებით 2011 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და საინფორმაციო ცენტრს 09-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცის თავმჯდომარემ - გიგა კობალაძემ და საინფორმაციო ცენტრ 09-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - ლაშა ლოლაძემ

ცხელი ხაზის საშუალებით, ავტორებს, შემსრულებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის ნებისმიერი ფაქტის შესახებ აცნობონ ასოციაციას, ასევე მიიღონ უფასო კონსულტაცია ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ცხელი ხაზის ამოქმედება ხელს შეუწყობს დარღვევების ფაქტების გამოვლენას და მათ აღკვეთას. ავტორთა და შემსრულებელთა უფლებების ეფექტურ დაცვას და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ცხელ ხაზზე დაკავშირება უკვე პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

 
 
 
 
 
წევრისთვის