დილა მშვიდობისა საქართველო YouTube-თან სალიცენზიო შეთანხმების შესახებ
2017 წლის 23 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ YouTube-თან სალიზენციო შეთანხმების გაფორმების საკითხს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა, ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.
სალიზენციო შეთანხმება გულისხმობს, რომ YouTube-ს მიერ ნაწარმოებების განთავსებისთვის საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი და ავტორები ფინანსურ სარგებელს ნახავენ. ეს ფაქტი ასევე სტიმულს მისცემს ქართველ ავტორებს მათი ინტელექტუალური შრომის შედეგი მეტი მოცულობით იყოს განთავსებული YouTube-ზე.
შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს საავტორო უფლებების განვითარების საქმეში, რაც დაეხმარება როგორც ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ასევე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას. |