Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციამ ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზების პროცესი დაიწყო

2011 წლის 4 ივლისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) წარმომადგენლები ქართული ინტერნეტ პროვადერების (Caucasus Online, Silk Net და სხვა) და პორტალების (myvideo.ge, gol.ge, tvali.ge, avoe.ge და სხვა) ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა ეხებოდა ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზაციას და ინტერნეტში გამოყენებულ პროდუქციაზე საავტორო უფლებებით სარგებლობის ტარიფების დაწესებას.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქართულ ონლაინ სივრცეში არალეგალური პროდუქციის აღკვეთისა და ინტერნეტის ლეგალიზაციის გზებზე. შეხვედრაზე, ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ, გაიმართა პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტის ლეგალიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს და ინტერნეტ პორტალებისათვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ტარიფების დაწესებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების და მსხვილი პორტალების ხელმძღვანელები.

 
 
 
 
 
წევრისთვის