გადაცემა „შუა დღე“ საავტორო უფლებებს დაეთმო
2011 წლის 13 ივნისს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „შუა დღე“ საავტორო უფლებების მნიშვნელობისა და პრობლემატიკის, ასოციაციის ფუნქციებისა და მისი რეფორმირების პროცესის შესახებ ისაუბრა. საუბარი შეეხო საავტორო უფლებების სფეროში არსებულ პრობლემატიკას და მისი დარეგულირების გზებს, ასოციაციაში, საქმიანობის გამჭვირვალობისა და ჰონორარების შეგროვება- განაწილების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით დაგეგმილ ცვლილებებს, ავტორთა და შემსრულებლთა უფლებების ერთი ორგანიზაციის მიერ დაცვის მიზანშეწონილობას და საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას. გადაცემაში განხილული იქნა საავტორო უფლებათა დარღვევების კონკრეტული მაგალითები, ასეთი დარღვევების აღმოჩენის მიზნით ეფექტური მონიტორინგის განხორციელების, მათი აღკვეთისა და შემდგომი პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობის, ასევე მეკობრული პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო მექანიზმების ამუშავების საკითხები. |