Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

2018 წლის 24 აპრილს, სასტუმრო „რუმსში“, წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) ფინანასური მხარდაჭერით.

 

კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნა ლიტერატურულ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების მართვის საკითხები და მასში მონაწილეობას მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა: რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) პოლიტიკისა და რეგიონალური განვითარების მენეჯერმა, პიერ-ოლივიერ ლესბურგერესმა და საჯარო თხოვების უფლების საერთაშორისო ორგანიზაციის (PLR) კოორდინატორმა ჯიმ პარკერმა

 

კონფერენციას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკების და გამომცემლობების წარმომადგენლები, ასევე ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები. 

 
 
 
 
 
წევრისთვის