Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციამ ინტელექტუალური საკუთრების საერთშორისო დღე აღნიშნა

2018 წლის 26 აპრილს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ასოციაციამ, კამპანიის - „დაიცავი საავტორო უფლება“ - ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოსაშვილის და ყიფშიძის ქუჩების შემაერთებელი მიწისქვეშა გადასასვლელი, მხატვარ გვანცა ჯგუშიას დახმარებით საავტორო უფლებების თემატიკით მოხატა. გადასასვლელის გახსნა პრეზენტაციით აღინიშნა. 

მოხატვის მიზანია ყოველდღიურად შეახსენოს საზოგადოებას საავტორო უფლებების მნიშვნელობა და უფრო თვალნათელი გახადოს მისი დაცვის აუცილებლობა.

 

ამავე დღეს გაიმართა ასოციაციის ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაც. ყოველკვარტალური ჟურნალი COPYRIGHT-ი, რომელიც ასოციაციის მიერ რამდენიმე წელია გამოიცემა, ახალი სახელწოდებით - „ავტორკრატია“ - გამოვა. შეცვლილია ასევე ჟურნალის კონცეფცია და თემატიკა. იგი უფრო მეტად იქნება ორინტირებული საავტორო უფლებების სფეროში არსებულ

პრობლემატიკაზე და მათ გაშუქებას დაეთმობა.   

 
 
 
 
 
წევრისთვის