Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ზღაპრების კრებული საავტორო უფლებებზე

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით საავტორო უფლებებზე ზღაპრების კრებული შეიქმნა. წიგნის ავტორია მწერალი ნატო დავითაშვილი. წიგნი ილუსტრატორმა, მაშო მარგიშვილმა გააფორმა.

 

წიგნი განკუთვნილია სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. წიგნის მიზანია, ბავშვებისთვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი მნიშვნელობის ახსნა. წიგნის მთავარი პერსონაჟია ჭიამაია მემე, რომელიც ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს და საავტორო უფლებების შესახებ უამბობს.   

 

წიგნი შემოდგომაზე გამოიცემა და სკოლებსა და სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლებში გავრცელდება.  

 
 
 
 
 
წევრისთვის